ცესკო დღეს საარჩევნო სუბიექტებს რიგით ნომრებს მიანიჭებს

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს წილისყრით უადრეს ვადებში – 11 სექტემბერს განსაზღვრავს. 

მას შემდეგ, რაც დღეს 18:00 საათზე უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადა ამოიწურება, 19:00 საათზე გაიმართება ცესკოს სხდომა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა; თუმცა, ცესკო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ასევე არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურას და რიგითი ნომრების მინიჭებას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში განახორციელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად