10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა.

ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა 15,4% დაფიქსირდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტა – 11,5% (140 ამომრჩეველი), მარნეული – 5,7% (5 699 ამომრჩეველი), ადიგენი – 9,3% (105 ამომრჩეველი), ზესტაფონი – 7% (3 872 ამომრჩეველი), ჭიათურა – 6,7% (2 862 ამომრჩეველი), ტყიბული – 6,9% (246 ამომრჩეველი), წყალტუბო – 8,4% (353 ამომრჩეველი), ოზურგეთი – 6,3% (323 ამომრჩეველი), ზუგდიდი – 8,1% (9 734 ამომრჩეველი), ხულო – 8,7% (2 100 ამომრჩეველი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად