წესების დარღვევისთვის 650-ჯერ დაჯარიმებულის ავარია მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)

მოსკოვში, ბუტირკის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა.

საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სიტუაციური ცენტრის უფროსი ალექსანდრე ევსინი თავის ფეისბუქგვედზე ავარიის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ “ბმვ” მარკის ავტომბილის მძღოლს წლის განმავლობაში 650-ჯერ ჰქონდა დაფიქსირებული დარღვევა.

ევსინი აღნიშნავს, რომ ავტომობილის მფლობელს უმეტეს შემთხვევაში ჯარიმა არ ჰქონდა გადახდილი და ავარიამდე 10 წუთით ადრე დაფიქსირებულია ავტომობილის 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.

“ბმვ” მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის შედეგად გარდაიცვალა მასთან ერთად სალონში მყოფი ქალი და დაიმტვრა 6 ავტომობილი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად