ცერცვაძე: ზუგდიდში ზომები იმიტომ გამკაცრდა, რომ Covid-19-ით დაინფიცირებულის კონტაქტები ვერ ფიქსირდება

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის კვირაში” განაცხადა.

“არაფერი განსაკუთრებული ზუგდიდში არ მომხდარა, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა. დაახლოებით ჰგავს მარნეულის შემთხვევას. საშუალო სიმძიმის პაციენტი წევს ზუგდიდის საავადმყოფოში. უბრალოდ ვერ ფიქსირდება ამ პაციენტის კონტაქტები.

ამიტომ, მთავრობამ ასე ეფექტურად, შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვან, მაგრამ მე მათ აპოლოგეტი არ ვარ საერთოდ.

მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან ამ ბოლო დღემდე იმუშავა გამკაცრებული ზომებით იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა, მან  მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაში და შედეგი? – მარნეულიდან გვაქვს ულ 10 კაცის მატება, მეტი არა, მაშინ როდესაც შეიძლება ყოფილიყო ასეულები და ათასეულები. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ზუგდიდის ამ ერთ შემთხვევაზე, სხვაგან ამას არ მოახდენდნენ.

მყისიერი რეაგირება მოხდა ზუგდიდში, შეიძლება არც იყო… იტალიაში და საფრანგეთში ასეთ შემთხვევაზე რეაგირება არ იყო, იმიტომ მოხდა ასეთ გავრცელება. აქ ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა ზუგდიდში, მართალია შიდა გავრცელებაა, კონტაქტი არ იყო, მაგრამ, მაშინვე მყისიერად გახორციელდა საჭირო ზომები, შესაძლოა საჭიროზე ოდნავ მეტიც კი” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად