ცერცვაძე: ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში 33 ინფიცირებული პაციენტია, მათ შორის სამი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა – 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედის მომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.”-ამბობს ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად