ცერცვაძე: თუ “კოვიდით” ინფიცირებული პაციენტი 3 დღე უსიმპტომოა, 10 დღის შემდეგ ტესტირების გარეშე გაეწერება, რადგან ვირუსი გადამდები არაა

„ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად შეიმუშავეს ეს რეკომენდაცია. ჩვენ ვალდებული ვართ, შევასრულოთ. მათ სერიოზული გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ კოვიდით შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათს პლუს სამი დღის შემდეგ გადამდები აღარ არის, მას შეიძლება ჰქონდეს პნევმონია, ან თრომბოემბოლია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ის გადამდები არ არის. – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა.

“ამიტომ ოფიციალურად, მსოფლიომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ 10 დღის გასვლის შემდეგ, თუ სამი დღე პაციენტი უსიმპტომოა, ის გაიწეროს ტესტირების გარეშე, საქართველო ამას შეუერთდა ყველაზე ბოლოს, რადგან ვფრთხილობდით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად