ცერცვაძე: თუ აქამდე ისე რა ყურადღებით ვუდგებოდით რეკომენდაციებს, ახლა უკვე ზუსტად უნდა დავიცვათ

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემაში სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“ევროპაში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირების შემთხვევები, იტალიაში 10 000-ს გადააჭარბა, სხვა ქვეყნებში 2-2 ათასს. ამიტომ, თუ აქამდე ისე რა ყურადღებით ვუდგებოდით რეკომენდაციებს, ახლა უკვე ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ. გუშინ ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის მატჩების კადრებს და ზოგ ქვეყანაში საერთოდ გადაიდო ეს მატჩები, ზოგან კი უმაყურებლოდ ჩატარდა. ასეთი რაღაც სიმართლე გითხრათ არ მახსენდება, აი ასე სერიოზულად უდგებიან ევროპის წამყვანი ქვეყნები – იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია…

ისევ და ისევ უნდა ვახსენო ბანალური ხელების დაბანა, შესაძლოა ეს ყველაზე ეფექტურიც კი იყოს. თავი შევიკავოთ შეკრებებისგან და რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან, ხოლო კიდევ უფრო უკეთესი თუ თავს შევიკავებთ საერთოდ მოგზაურობისგან. 1-2 თვე მაინც, სანამ ეპიდემია არ წავა ქვემოთ, იმედი მაქვს რომ მილევადობისკენ მალე წავა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად