ცერცვაძე:საქართველოში ინფიცირებულთა მატება იქნება დღეში რამდენიმე ათეული, მაგრამ არ იქნება ასეული, ან ათასეული

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა, შესაძლოა, მიაღწიოს დღეში რამდენიმე ათეულს, მაგრამ არა ასეულს და ათასეულს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვითარების გაუარესებას, ცერცვაძემ უპასუხა, რომ „ყველაფერი შეიძლება“.
„შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, თუ შევხედავთ რა ხდება მსოფლიოში. აშშ-ში ნახევარ მილიონს გადააჭარდა, იტალიაში კატასტროფაა, ესპანეთში კატასტროფაა, ინგლისში, ასეთ სერიოზულ ქვეყანაში, ასეთი ჯანდაცვით, კატასტროფაა. ყველაფერი შეიძლება, მაგრამ პირადად ჩემი პროგნოზია, რომ ეს საქართველოში არ მოხდება. ჩემი პროგნოზით, საქართველოში ინფიცირებულთა მატება იქნება დღეში რამდენიმე ათეული, მაგრამ არ იქნება ასეული, ან ათასეული.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, დღეს, ბათუმში კლინიკა „მედალფას“ სტუმრობდა, სადაც პაციენტტების, მათ შორის ქობულეთის კლასტერიდან ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის მიმდინარეობას გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...