ცერცვაძე: საქართველო ჯანმ-ოს კვლევაში მიიღებს მონაწილეობას და covid19-ზე “რემდესივირით” დაიწყებს მკურნალობას

ამის შესახებ ამის შესახებ ინფექციური-პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“კვლევებში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის და კლინიკისთვის ნიშნავს, რომ იყო კორონავირუსთან ბრძოლის ავანგარდში. იმიტომ რომ კვლევაში ყოველთვის მოწმდება ყველაზე იმედისმომცემი და პოტენციურად ეფექტიანი მედიკამენტები. თან, მოწმდება მაღალი საერთაშირისო სტანდარტის პროტოკოლებით, რომელთა  შედეგების ნამდვილობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

საქართველო მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კვლევაში, ეს არის ჯანმო-ს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) კვლევა, ეს არის მულტიცენტრული კვლევა. რამდენიმე ქვეყანაა ჩართული და საქართველოს, ალბათ როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას შესთავაზეს და ცხადია, ჩვენმა სამინისტრომ უარი არ თქვა.

ერთმანეთს შედარდება 4 მედიკამენტი: ეს არის ახალი და დღეს ყველაზე იმედის მომცემად ჩათვლილი რემდესივირი, რომელიც პირველად შემოვა საქართველოში და ჩვენს პაციენტებს პირველად ექნებათ წვდომა ამ მედიკამენტებზე.

ეს არის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი პლაქვენილი. მაგრამ, ჩვენ თუ მას ვხმარობდით როგორც ჩვენი პროტოკოლის დანიშნულებას, კვლევაში იქნება თავისი კრიტერიუმებით. შედარდება ამ რემდესივირს და ვნახავთ  რომელი სჯობს. კიდევ იქნება ორი მედიკამენტი რიტონავირი (ლოპინავირ/რიტონავირი), რომელიც ორი დამოუკიდებელი მედიკამენტის კომბინაციაა – ეს არის შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც საქართველოში გვაქვს, შიდსიანების სამკურნალოდ,  და მეოთხე არის იგივე, ლოპინავირ/რიტონავირი + ბეტა ინტერფერონი. აი ეს ოთხი მიმართულება იქნება.

კვლევაში პაციენტები აბსოლუტურად ნებაყოფლობით ჩაერთვებიან, ყველა მოაწერს ხელს ინფორმირებულ თანხმობას. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ადამიანები ვართ, თუმცა ყველანაირი ადამიანი შეიძლება შეგხვდეს რაღაც მოსაზრებებით, ზოგიერთი ახალ პირადობის მოწმობას არ იღებს რაღაც მოსაზრებებით. თუ ასეთ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, მაშინ სავარაუდოა, რომ ყველა მიღებს სიამოვნებით მონაწილეობს,

ჯერ ერთი, ამ პროტოკოლში ჩართულია სადღეისოდ 4 ყველაზე ეფექტური მედიკამენტი, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ, სხვა არაა მსოფლიოში. მეორე, თვითონ ამ კვლევის დიზაინია ძალიან მაღალი დონის, რაც უზრუნველყოფს პაციენტების მაღალ დონეზე მომსახურებას.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ოთხივე მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა სხვა მედიკამენტებზე მეტი და არა სიცოცხლისთვის საშიში.

თუ მას იყენებს კვალიფიციური ექიმი, უნდა გაითვალისწინოს უკუჩვენებები და არ უნდა დაუნიშნოს არც რემდესივირი და არც პლაქვენილი, რომელსაც უკუჩვენება აქვს და პლუს აწარმოოს მჭიდრო მონიტორინგი. ეს პაციენტებისთვის იქნება უსაფრთხო” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად