ცერცვაძე: პირველი ინფიცირებული პაციენტის გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო

ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“პირველ დადასტურებულ შემთხვევაზე. ავიღეთ ანალიზი, რომელიც იყო უარყოფითი. დღეს, განმეორებით ანალიზში, რომელიც განსხვავებულ სისტემაზე დგინდებდობა გამოვლინდა მაინც სუსტი დადებითი, ინფექციის ნიშნები არის. ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო.

რიგით მესამე პაციენტი, ასევე ირანში დაინფიცირებული, მას პირველი ტესტი უარყოფითი აქვს, ხვალ კიდევ გაუკეთედება ტესტი, თუ ხვალაც უარყიფით იქნა, გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს”-ამბობს ცერცვაძე.

ცენრცვაძე ასევე გამოეხმაურა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში ასახულ ინფორმაციას, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“ზოგჯერ ჩქარობენ,ვაცნობეთ ჩვენ რომ პირველი ტესტი იყო უარყოფითი, იმათ არ დალოდენნ მეორე ტესტის პასუხს. ამით არაფერი დაშავებულა, დღეს თუ არა ხვალ იქნება ის უარყოფითი”-ამბობს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 73.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად