ცერცვაძე: პიკი იქნება 1-2 კვირაში, არ უნდა დავუშვათ რომ ის მართლა პიკი იყოს, ის უნდა იყოს მდორე

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგის ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე ვრჩები ჩემ აზრზე, რომ პიკი იქნება 1-2 კვირაში. თუ აქამდე ვამბობდით, რომ პიკი იქნებოდა 2-3 კვირაში, ახლა ვამბობ 1-2 კვირას. შემდეგ უნდა იყოს პლატო და შემდეგ წავიდეს დაღმავალი გზით. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პიკი იყოს მართლა პიკი. უნდა დავუშვათ, რომ ეს პიკი იყოს მდორე, პლატოსებური. არ უნდა დავუშვათ რაც მოხდა აშშ-ში და ევროპის წამყვან ქვეყნებში. ამას ვერ გაუძლებს ჩვენი სამედიცინო სექტორი. ისე ვერ გაუძლებს, როგორც საჭიროა, თორემ როგორც ევროპის ქვეყნებშია ისე გაუძლებს.

ერთ-ერთ მაღალი წრის ადამიანს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს ექიმმა ტელეფონით უთხრა, რომ აქვს კორონავირუსი, მაგრამ ტესტი არ აუღეს, უთხრეს რომ არ ჰყოფნით და უთხრეს რომ დარჩეს სახლში, რადგან ამ დაავადების სიმპტომები აქვს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად