ცერცვაძე: პანდემია დე ფაქტო იყო უკვე კარგა ხანია, ამიტომ, დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხს” განუცხადა.

„ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას, რადგან პანდემია დე ფაქტო იყო უკვე კარგა ხანია, და ყველამ ეს ვიცოდით. უბრალოდ ეს არ ჰქონდა გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს. როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე, ეს სიტუაცია უკვე დე ფაქტო არსებობს. თუ გაინტერესებთ, რატომ არ აცხადებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე, მას აქვს თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს. ის აცხადებს, როცა არა მარტო ორ კონტინენტს გაცდება, არამედ როცა მოსახლეობის დიდ მასას მოიცავს. ახლა ჩათვალა, რომ საკმარისად დიდი მასა მოიცვა მან, ხედავთ რომ ყოველდღე სწრაფად იზრდება შემთხვევები, განსაკუთრებით ევროპაში და გამოაცხადა პანდემია. ოფიციალურად, ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის, ჩვენ მაინც ვმუშაობდით იმ რეჟიმში, რომ პანდემია იყო დე ფაქტო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად