ცერცვაძე: „მთავარმა არხმა“ არამარტო დაარღვია ზნეობრივი კოდექსი, არამედ გადალახა წითელი ხაზი

„არსებობს ზნეობრივი კოდექსი და ჩვენ ჩავთვალეთ რომ გუშინ „მთავარმა არხმა“ არამარტო დაარღვია ზნეობრივი კოდექსი, არამედ გადალახა წითელი ხაზი“.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა დეზინფორმაცია.

„ცილისმწამებლური დეზინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ერთი – ფაქტობრივ ტყუილს, მეორე – დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კოლექტივის მიმართ, რომელიც ყველამ იცის რომ მთელი თვეა საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში.

ეს კოლექტივი გამოირჩევა განსაკუთრებული გულისხმიერებით და პაციენტების მოვლის განსაკუთრებული თვისებებით და თვითშეგნებით, მაღალი პროფესიონალიზმით. ამ კოლექტივზე თქმა რომ უყურადღებოდ მიატოვეს პაციენტები, რომ 10 საათიდან არავინ შესულა პაციენტებთან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, სულ იქ ტრიალებენ ექიმები.

რაც შეეხება თერმომეტრებს – მათი საჭიროზე მეტი რაოდენობაა და თითოეული მათგანი დევს სადეზინფექციო სითხეში. ან როგორ შეიძლება პაციენტმა,რომელიც ბოქსში წევს და არ აქვს ბოქსის დატოვების უფლება, სცოდნოდა სხვა სითხებში ჩდებული ვისი თერმომეტრებით უზომავენ პაციენტებს სიცხეს. ყველაფერი ამით „მთავარმა არხმა“ არამარტო შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრის კოლექტივს, არამედ – საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დღეს აღენიშნება ან შეიძლება აღენიშნებოდეს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები და არ მოვიდნენ გამოსაკვლევად ცენტრში. „მთავარი არხი“ თუ გააკეთებს ამის დეზაუირებას, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ: ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად