ცერცვაძე: მოვუწოდებ ადამიანებს, რომელთაც მოხდილი აქვს კოვიდი, მოიხადოს ვალი მოსახლეობის წინაშე და ჩააბარონ სისხლი

“ორი- სამი კვირის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება კოვიდინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება” – განაცხადა შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობამ, რომელსაც მოხდილი აქვს კოვიდი, უნდა მოიხადოს ვალი მოსახლეობის წინაშე და ჩააბაროს სისხლი.

“მოვუწოდებ ადამიანებს, რომელთაც მოხდილი აქვს კოვიდი, მოიხადოს ვალი მოსახლეობის წინაშე და ჩააბარონ სისხლი. ამით ისინი გადაარჩენენ სხვებს” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად