ცერცვაძე: მოსახლეობის რაოდენობის გადაანგარიშებით საქართველოში ევროპა-ამერიკაზე მეტი ტესტირება კეთდება

ასე პასუხობს “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანის კითხვას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე – “ოპონენტები ახლა გეტყოდნენ, რომ იმიტომ არის ჩვენთან ასეთი დაბალი მაჩვენებელი, რომ არ ტარდება მასობრივი ტესტირება და რეალურად არც კი ვიცით რამდენი ინფიცირებული გვყავს”, – რაზეც ცერცვაძე პასუხობს:

“ესეც საფუძველშივე მცდარი მოსაზრებაა. მასობრივი ტესტირება, რასაც თქვენ ბრძანებთ და რასაც ზოგიერთი გულისხმობს, მსოფლიოში არსად არ ტარდება. შესაძლოა ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანებს ტესტავენ გერმანიასა და სამხრეთ კორეაში. დანარჩენ ქვეყნებში რასაც ატარებენ ტესტებს, მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით საქართველოში იმაზე მეტი ტესტირება კეთდება, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში და ჩრდილეოთ ამერიკაში.

პირველად ვნახე ამდენი გულდაწყვეტილი ადამიანი იმაზე, რომ ამ პერიოდში ისინი დარჩნენ უცხოეთში, მათ შორის ყველაზე უფრო განვითარებული და მაღალი დონის ქვეყნებზეა ლაპარაკი, სადაც წასვლაზეც სხვა დროს ოცნებობდნენ, ახლა კი საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობენ. ტესტებს ვერ უღებენ. კომპიუტერული ტომოგრაფია რომ გაუკეთონ უკვე ავადმყოფს, 2 კვირა სჭირდებათ რიგში დგომისთვის. ვის უკეთებენ მასობრივ ტესტირებას?! ერთადერთი გერრმანიაში აკეთებენ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად