ცერცვაძე: საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებში, როგორიც არის: ლიხტენშტაინი, მონაკო და ვატიკანი.

„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობისა და გარდაცვალების სტატისტიკის მხრივ საქართველოს ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილი უკავია. ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა მხოლოდ ისეთ ჯუჯა-სახელმწიფოებშია, როგორებიცაა ლიხტენშტაინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული ევროპის ყველა დანარჩენ ქვეყანაში. ლუქსემბურგში 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 2000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ. ისლანდიაშიც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავთ, აღარაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე. თუ მსოფლიოს მასშტაბით შევხედავთ, საქართველოს 109-ე ადგილი უკავია, ჩვენზე წინ არიან ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელებაც ბევრმა საერთოდ არ იცის. ეს არის ეგზოტიკური სახელმწიფოები, ტროპიკული ქვეყნები, კუნძულები, სადაც, სავარაუდოდ, დიაგნოსტიკა ძალიან დაბალ დონეზეა და არც სტატისტიკა გამოირჩევა სანდოობით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად