ცერცვაძე: კარდიოლოგი ვიყავი, ინფექციონისტობა იმ ფილმებისა და ლიტერატურის გამო გავხდი, რომელსაც ვეცნობოდი

მხოლოდ ფილმებში იქმნება ვაქცინა 1 და 2 კვირაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ამ რეალობის იდენტური ფილმი “ინფიცირება” აქვს თუ არა ნანახი? პასუხობს, რომ არა მხოლოდ ეს არამედ რამდენიმე ფილმი აქვს ნანახი ამ ჟანრში.

“სხვათა შორის კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის ყველაზე პოპულარული ფილმია. დაითვალეს, რომელ ფილმებს უყურებდნენ კარანტინში ყველაზე მეტად და “ინფიცირება” გავიდა პირველ ადგილზე. მაშინ, როცა სულ რაღაც 1 წლის წინ, მისი ნახვის რეიტინგი იყო 269″, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ თუ ადარებს ზოგჯერ ფილმის პერსონაჟს, რომელიც უძლურია ზოგჯერ? – პასუხობს:

“კი, ზოგჯერ მაქვს. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, მე ვიყავი კარდიოლოგი და მოსაწყენი მომეჩვენა ეს დარგი. ისეთი დარგი მინდოდა, სადაც მეტი ადრენალინი იქნებოდა და ასეთ დარგად ინფექციონისტობა შევარჩიე. ძირითადად იმ ფილმებით და ლიტერატურით, რომელსაც ვეცნობოდი. ბევრჯერ წარმომიდგენია პერსონაჟების ადგილას წარმომედგინა.

კი, ასეთი განცდა მქონია, მაგრამ ისე არა, რომ თავი უმწეოდ მეგრძნო. საქართველოში არ ვართ “განებივრებული” დამანგრეველი ეპიდემიებით. მთელი ბრძოლა შევალიე შიდსთან ბრძოლას, მაგრამ ის მაინც ქრონიკული ეპიდემია იყო. რომელსაც მე მოვსწრებივარ, ყველაზე მძიმე დაავადება კოვიდია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად