ცერცვაძე: ინფექციის გავრცელების საფრთხეა ძველი ფორმატით ზიარება, დიდი თავყრილობები

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

„პირადად ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. მე როგოც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ტრადიციებს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ, დღეს შექმნილია სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს პროფესიული პოზიციის გამოხატვას.
მე, როგორც ექიმი მივიჩნევ, რომ ძველი ფორმატით ზიარება, ერთი კოვზის გამოყენებით, ლიტურგია როგორიც იყო გასულ წლებში, აღდგომის დროს, დიდი თავყრილობები, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს. რის გამო, ის ნაბიჯები, რომლებიც ეკლესიამ გადადგა, რაც გამოიხატა სოციალური დისტანციის დაცვაში, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად