ცერცვაძე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე: ბათუმის შეკრება იყო მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, “ძალა ერთობაშია” გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდები მრვალრიცხოვანი შეკრება ბათუმში არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვქცეთ კოვიდის პანდემიის დროს.

“არ მინდა კომენტარი, რადგან ეს იყო პოლიტიკური თავყრილობა და სწორედ ამიტომ მიდის ქვეყანა ასეთ პოლიტიკაზე, რომ მეტი თავისუფლება მისცეს მოსახლეობას, ამ მეტი თავისუფლების შედეგად მეტი შემთხვევები დაფიქსირდება, ამ მეტი შემთხვევების ტვირთი თავის თავზე აიღოს სწორედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა არ დაიწუწუნონ და არ თქვან, ჩვენ ხელი შეგვეშალა კამპანიაშიო. ამიტომ, მე არ მინდა ამაზე ამ კუთხით გავაკეთო კომენტარი, მაგრამ რა თქმა უნდა თვითონ, ის შეკრება იყო იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.

იმ შეკრების დროს უგულებელყოფილი იყო ის მინიმალური რეგულაციები, რომელიც დაწესებულია. ნუ ვიქნებით ჩვენი თავის მტერი. ხომ შეიძლებოდა, ზუსტად იგივე შეკრება ჩატარებულიყო ისე, რომ ნიღბები ჰქონოდათ გაკეთებული.

ვინ დამაჯერებს მე, რომ იქ რომ ყველას ჰქონოდა ნიღაბი გაკეთებული, ეს რაიმე ნაკლებად შთამბეჭდავი იქნებოდა მათი მომხრეებისთვის, ვიდრე უნიღბოდ გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

შეგახსებთ, გუშინ საღამოს Covid19-ის პანდემიის ფონზე ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად