ცერცვაძე: გადაჭარბებულია კრიტიკა იმაზე, რატომ ვერ მოახერხა ტესტების საკითხი სახელმწიფომ აქამდე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სწრაფი ტესტების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, სასურველია ეს ტესტები ჰქონდეს კლინიკებს, თუმცა მათ შესახებ წარმოდგენა საზოგადოებაში გადაჭარბებულია.

“მიმაჩნია, რომ სწრაფი ტესტირება მნიშვნელოვანია, მხოლოდ მას თავისი ნიშა და ადგილი აქვს. არ უნდა ჩავთვალოთ ეს პანაცეად და უნივერსალურ საშუალებად. დიახ, იმ 24 ცენტრში თუ იქნება სწრაფი ტესტები, ეს გარკვეულწილად თანამშრომლებს გაუიოლებს დახარისხებას ვინ დარჩეს კლინიკაში და ვინ წავიდეს სახლში”,-განაცხადა  ცერცვაძემ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” .

მისივე თქმით, ამ მიმართულებით გადაჭარბებულია ასევე მთავრობის კრიტიკაც, რადგან სწრაფი ტესტების შეძენა რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

“გადაჭარბებულია კრიტიკა იმაზე, რატომ ვერ მოახერხა ტესტების საკითხი სახელმწიფომ აქამდე. ეს ასე იოლი არ არის. მე ჩემი კლინიკისთვის მინდა შემოვიტანო სწრაფი ტესტები, თუმცა ძალიან არ გვჭირდება რადგან გვაქვს პისიარტესტები, მაგრამ მაინც. 10-დან 9 კომპანიის წარმოებული ტესტები დაწუნებულია, რასაც ჯობია საერთოდ არ გვქონდეს”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად