ცერცვაძე: დადგენილია 30 კონტაქტი, ვისთანაც ჩეხ ტურისტებს ჰქონდათ შეხება და გადიან გამოკვლევას

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

“#3-ე პაციენტს, პირველი ტესტისას მკაფიო უარყოფითი პასუხი ჰქონდა კორონავირუსზე. ამასთან მას არანაირი კლინიკური ნიშანი არ ეტყობა, ამიტომ მოველით, რომ ხვალ განმეორებითი ტესტი რომ ჩაუტარდება მას, პასუხი კვლავაც უარყოფითი იქნება და ხვალ დატოვებს კლინიკას.

ჩეხი ტურისტების ამბავს რაც შეეხება, მეც თქვენსავით მოგვიანებით გავიგე. მათ საქართველოში არ ჰქონდათ არავითარი ნიშანი და აქ როგორც პაციენტი დაფიქსირებული არ ყოფილან. იქ როცა ჩავიდნენ, იქ აღმოაჩნდათ ვირუსი. მოიქცნენ მაღალი მოქალაქეობრივი პრინციპების დაცვით და გამოგზავნეს წერილი  და თქვეს, რომ ინფიცირებულები არიან და ვისთანაც ჩვენ გვქონდა კონტაქტები, გთავაზობთ მათ გამოკვლევასო. რამდენადაც ვიცი, 30 კონტაქტია დადგენილი და გადიან გამოკვლევას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად