ცერცვაძე: ჩემს შვილს უთხრეს, მამაშენი დაქირავებული მკვლელია და უკრაინაში ფულის გამო იბრძვისო

გორში ჩემ შვილს კლასელების მეგობრებმა ქუჩაში უთხრეს, რომ მამაშენი და ყველა ის ქართველი მებრძოლი უკრაინაში დაქირავებული მკვლელია, – ამის შესახებ რუსეთის მიერ ძებნილმა, შსს-ს სპეცსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გია ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ცერცვაძის  თქმით,  მის ოჯახს საქართველოში საფრთხე ემუქრება და ამიტომ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი თავისი ოჯახისთვისაც სთხოვა

„მე ვაპირებ, მთელი ოჯახისთვის მოთხოვნას თავშესაფრის იმიტომ, რომ მოხდა არასასიამოვნო ფაქტი. ჩემი უფროსი ბიჭი როცა ქუჩაში იყო, ჰქონდათ მასთან ლაპარაკი, რომ ყველა მებრძოლი, მამაშენიც მათ შორის, ვინც იბრძვის უკრაინის მხარეს, მიდის იმისთვის, რომ ფული იშოვოს და ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. მე არ მინდა, რომ ჩემს ბავშვზე იყოს ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა,“ – განაცხადა გია ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის 13 დეკემბერს გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.

გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად