ცერცვაძე: ბოლო 3 ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა სერიოზულია

ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

” სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან იყვნენ კონტაქტში. სამივე კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყო. არაფერი კავშირი ადამიანებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც აქამდე იყო საუბარი. ამ სამიდან პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის კი – დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პირის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ, საიდანაც სამი დადებითი აღმოჩნდა, სამი კი უარყოფითი.

„ასევე აღებულია ცხრა ადამიანის მასალა, რომლის პასუხებიც იქნება გვიან ღამით. ახლად გამოვლენილი შემთხვევიდან, ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ორი კი სხვა მიმღებებშია განთავსებული“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად