ცერცვაძე: ბოლო 3 ინფიცირებული კონტაქტში იყო უცხოელებთან, მაღალი რისკის ქვეყნებიდან

ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“33 ინფიცირებულია. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი, 2 ქალბატონი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

ვინარჩუნებთ იმ იმედის მომცემ სიტუაციას, როდესაც საქართველოში არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიგა გადაცემა”-ამბობს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 73.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად