ცერცვაძე: არაა საჭირო პანიკა, არ უნდა გვეშინოდეს, უნდა ვიყოთ ფხიზლად და ფრთხილად (ვიდეო)

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“კატეგორიულად არ არის საჭირო პანიკა, არ უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ფრთხილად, აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ზოგიერთი დასაწყისში შვებოდა. ეს რა არის, ეს არაფერი არ არის და დიდი ამბავი ახლა თვითიზოლაციას და კარანტინს თუ დავარღვევ, და არღვევდნენ თვითიზოლაცია და კარანტინს და ზოგიერთს ვაჟკაცობად მიაჩნდა. არა! აქ შენ შენს თავს კი არ აყენებ, შენ ოჯახის წევრებს აყენებს შენს სამეგობროს და მთელ ქვეყანას აყენებს რისკის ქვეშ. ეს ვაჟკაცობა არ არის! ვაჟკაცობა ის არის, რომ გამოიჩინო მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და შეიზღუდო შენი თავისუფლება  შენი ნებით“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად