ცერცვაძე: 25 ე.წ “ცხელების ცენტრი” შეიქმნება სადაც COVID 19-ზე სპეციალურად დატრენინგებული ექიმები იმუშავებენ

იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო ემზადება იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოხდება და ამისთვის ქვეყანაში, უახლოეს დღეებში სპეციალური ცენტრები შეიქმნება.

მისი თქმით, ამ ცენტრების პირობითი სახელწოდება არის “ცხელების ცენტრი” და 25 ასეთი ლოკაცია მოეწყობა, სადაც დატრენინგებული ექიმები გაუწევენ პირველად კონსულტაციას იმ პაციენტებს, რომელთაც რაიმე სახის სიმპტომები იქნება.

თავდაპირველად გამოკითხვა მოხდება ტელეფონით სპეციალურად შედგენილი კითხვების საშუალებით, შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად რეალურია ის სიმპტომები და რამდენად ესაჭიროება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია.

ამ ცენტრებში იქნებიან სპეციალურად დატრენინგებული პერსონალი, და სპეციალურად ეკიპირებული. ტელეფონით შედგება კავშირი. მათ იციან რა კითხვები დაუსვან, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ პაციენტისგან.

უფრო ზუსტად თუ გინდათ, ეს გამოცხადდება. ჯერ რეკავს 144-ზე, ის გადაამისამართებს 112-თან და 112 გადაამისამართებს ცხელების ცენტრში.

პაციენტს ელაპარაკება ძალიან კვალიფიციური ექიმი და ეუბნება მას ყველაფერს. ზოგიერი ადამიანის ბუნება ხომ იცით როგორია? მას შეიძლება არაფერი სჭირდეს, შეიძლება ვიღაცამ რაღაც წაიკითხოს და ეგონოს, რომ კორონავირუსი აქვს. ამიტომ, მოხდება მათი სატელეფონო გამოკითხვა ჯერ. –  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ორი ასეთი ცენტრი უკვე შექმნილია, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მეორე თბილისის ზღვაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად