“წერილი თან მაქვს” – მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

TBC ბანკის ერთ-ერთი დამუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.

გამოკითხვაზე ხაზარაძე გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მიიღო მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან.

მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წერილი თან აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად