წერეთელი: გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა ძალიან მზრუნველი იყო, აქტიურად ნახულობდა

ამის შესახებ სოციალური მომსახურების საგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

წერეთლის განცხადებით გარდაცვლილი ბავშვი სამ წელიწად ნახევარი იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში.გოგონას დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ითხოვა დროებით ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება.გარდაცვლილი ბავშვის მინდობით აღზრდიდან გაგყვანის მიზეზი კი, ოჯახის გაუმჯობესებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა იყო, ასევე ბავშვის სურვილი ყოფილიყო თავის ბიოლოგიურ მშობლებთან.

“მოცემულ სიტუაციაში ბავშვის განცალკევება, ოჯახიდან იყო მხოლოდ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გამო და არა ეჭვი, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ოჯახში შეიძლება ძალადობა ყოფილიყო ამ ბავშვზე.

3,5 წლის განმავლობაში,არ ყოფილა ძალადობის არანაირი ნიშანი,არც სხვა ბავშვების მიმართ.არც კონკრეტული ბავშვის მიმართ.დედას 1-3 დღით გაჰყავდა.დასვენების დღეები იყო თუ ასე შემდეგ, ბავშვი ბრუნდებოდა მინდობით აღზრდაში.რასკვირველია იქ ფიზიკური ძალადობა რომ ყოფილიყო შესანიშნი იქნებოდა.

ბავშვის ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სააგენტოსთან.მათ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებული ჰქონდათ.ოჯახში მცოხვრები მამინაცვალი მუშაობდა მშენებლობაზე…

ოჯახი აქტიურად იყო ჩართული,გადამისამართებული სხვდასხვა ცენტრში,შესაბამისად,ბავშვს ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა დედმამიშვილებთან.ოჯახსი მცხოვრები მამაკაი იყო დასაქმებული.ამდენი ხნისს განმავლიბაში,დედასთან ჰქონდა მიჯაჭვულობა. ძალიან მზრუნველი დედა იყო,მოდიოდა და ნახულობდა აქტიურად ბავშვს. ამ ბავშვის ინტერესი იყო გაზრდილიყო თავის ბიოლოგიურ ოჯახში, და ძმას თან ერთად”,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის,თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე, მისი დედა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...