წერეთელი: 2005-ში პროკურატურას ე.წ გაიდლაინები ჰქონდა, არ დაეკავაებინათ მარიხუანას მოხმარებაზე

"წინა ხელისუფლება იყო 7 წლის წინ, ახლა არის ახალი ხელისუფლება 7 წელიწადია, წინა ხელისუფლების დროს რას უთვლით, თუ რამე არ იყო კარგი?"  – განაცხადა გიგი წერეთელმა ტელეკომპანია "იმედთან". 

მისი თქმით, კანონპროექტი მარიხუანას შესახებ მან ჯერ კიდევ 2005 წელს შეიტანა.

"მე 2005 წელს შევიტანე ეს კანონი პარლამენტში, 2006 წელს… და გეტყვით, ბოლო პეროდში და მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს მაშინ ხელისუფლების პირველ პირებთან ამ თემაზე, შიდა სახელმძღვანელოები, ეწ გაიდლაინები ჰქონდა პროკურატურას და აღარც აკავებდნენ ხშირად მარიხუანის გამო და მინდა გითხრათ, რომ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ესეცს ჩვენი ინიციატივა იყო, ჯარიმები, რომელიც ბევრი შემოდიოდა, მოხმარებოდა მომხმარებლის რეაბილიტაციას. კონკრეტული პროექტი იყო, რომელიც შემდეგ გაჩერდა" – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად