“ცენტრ პოინტისგან” დაზარალებული: ნინო დარასელის შვილი ყველა დაზარალებულს გვემუქრება

"ჩვენ "ფეისბუქ" გვერდი გვაქვს დაზარალებულებს. იქ გვიგზავნიან მუქარის წერილებს. ნინო დარასელის შვილი, ზაზა ბერიძე გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო. რატო უნდა ჩამოგვიაროს ჩვენი გაცნობა უნდა, თუ რამე მუქარას შეიცავს მისი წერილი", – განაცხადა ,"ცენტრ პოინტისგან" ერთ-ერთმა დაზარალებულმა მენაშენემ თამარ ფირცხალაიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს ეთერში.

მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა. დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

"ძალიან ვთხოვ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით. ჩვენ ფეისბუქ გევრდზე ყველა ინფორმაცია გვაქვს, თუ რამე დაიწერა ამ საქმესთან გაკავშირებით შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ.

ზაზა ბერიძის წერილიც მითითებულია. რატომ უნდა ჩამოგვცვივდეს დაზარალებულებს ერთ ღერი თმა პატარა ზაზას მუქარით?“- განაცხადა დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...