ცენტრ პოინტის კრიზისმენეჯერი: დიახ, ამ 4 000 ადამიანის დაკმაყოფილება შეგვიძლია

ამის შესახებ ცენტრ პოინტის კრიზისმენეჯერ ნიკა ბერიძემ ტვ „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„2016 წლის ზაფხულში, როდესაც შეიქმნა კრიზისმენეჯმენტი, მოვახერხეთ რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფთან მოლაპარაკება. მათ გადაინაწილეს ცენტრ პოინტის არსებული მშენებლობები. მათ გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა, ამ 6 000 ადამიანის მდგომარეობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ არის გაფორმებული 6 000 ხელშეკრულება, საიდანაც 2000 დაკმაყოფილებულია. დარჩენილია სულ 400ო ოჯახი.

დიახ, ამ 4 000 ადამიანის დაკმაყოფილება შეგვიძლია. ორი უმსხვილესი და საინვესტიციო ჯგუფი. კომპანია „იქსოლი“, მასთან უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, რომელმაც 2000 ადამიანის დაკმაყოფილება თავის თავზე აიღო. დარჩენილ ადამიანებზე, რომელიც დაალოებით სამ კვირაში წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომ 6 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს“, – განაცხადა ნიკა ბერიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად