წელს სამტრედიის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 860 000 ლარი დაიხარჯება

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების დირექტორებს, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

2020 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 860 000 ლარი დაიხარჯება.

დღევანდელ შეხვედრაზე საჯარო სკოლის დირექტორებთან დეტალურად იქნა განხილული ყველა ის წინადადება, რომელიც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე, სველი წერტილები მოწესრიგდება, მოეწყობა პანდუსები, შეიცვლება ელექტროობა, სახურავები და კარ-ფანჯრები.

“შესაბამისი სამუშაოები ამ მიმართულებით უახლოეს ხანში გატარდება. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს სასკოლო არდადეგების პერიოდში შესრულდება, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს” – აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად