წელს ქართული ღვინის ექსპორტი 46 პროცენტით შემცირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 860 452 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

ექსპორტის მატებაა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ყაზახეთი – 2% (2 936 256 ბოთლი), ჩინეთი – 60% (1 185 821), პოლონეთი – 1% (1 020 394), ლატვია – 2% (709 602), ლიტვა – 1% (363 678), ესტონეთი – 37% (297 432), გერმანია – 27% (188 528), აშშ – 26% (155 744), კანადა – 89% (120 180), იაპონია – 7% (90 194), ყირგიზეთი – 23% (79 080), კორეა – 221% (24 054), და სხვა.

“მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის მატების მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-58%) და უკრაინაში (-63%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზე, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი – 10 111 948 ბოთლი, ყაზახეთი -2 936 256, უკრაინა – 1 739 438, ჩინეთი – 1 185 821 და პოლონეთი -1 020 394.

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16  ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი,  18 ქვეყანაში – 75 036 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა”, – განმარტავენ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად