წელს პირველად სოფელ კვატიის, ბარდნალის უბნის 16 ოჯახი ახალი, რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა.

წელს პირველად სოფელ კვატიის, ბარდნალის უბნის 16 ოჯახი ახალი, რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიჭრა 200 მეტრი ახალი გზა და ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

აღნიშნულ უბანს ნორმალური სამანქანე გზა არასდროს ჰქონია. მოსახლეობა საჭირო მარაგს მაღალი გამავლობის ავტომობილით, ხშირ შემთხვევაში კი, სოფლის ცენტრიდან ხელით ეზიდებოდა.

დასრულებული სამუშაოები ხულოს მერმა ვატანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად დაათვალიერა, ადგილობრივებს ახალი გზა მიულოცა და სამომავლოდ აღნიშნულ გზაზე ბეტონის საფარის დაგებას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად