The Economist: წელს, მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქების სიაში პირველ ადგილს ვენა იკავებს

წელს, ვენა მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ The Economist Intelligence Unit (EIU) წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც The Economist-ის ჯგუფის შემადგენლობაში შედის. ავსტრიის დედაქალაქი ზედიზედ მეორე წელია, რეიტინგის ლიდერია.

რეიტინგის შემქმნელები მსოფლიოს 140 ქალაქს ხუთი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ: სტაბილურობა, გარემო, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება. პირველი ორი კატეგორია ყველაზე მნიშვნელოვანია – მაქსიმალური 25 ქულაა. ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა 20 ქულას შეადგენს, ხოლო განათლებას – 10 ქულა ენიჭება.
ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაქსიმალური რაოდენობა 100 ქულაა.

წელს ვენამ 99.1 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზეა ავსტრალიის ქალაქი მელბურნი, მესამეზე – სიდნეი.
სიაში მეოთხე ადგილს იაპონიის ქალაქი ოსაკა იკავებს, მეხუთე ადგილს კანადის ქალაქი კალგარი.
ტოპ ათეულში მოხვდნენ აგრეთვე ვანკუვერი, ტორონტო, ტოკიო, კოპენჰაგენი და ადელაიდა. მოსკოვი რეიტინგში 68-ე ადგილზეა.
ანალიტიკოსებმა სიაში ისეთი ქალაქებიც შეიყვანეს, სადაც ცხოვრების დონისა და კომფორტის მაჩვენებლები ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა.
ანალიტიკოსების აზრით, ეს მაჩვენებელი 4.9 ქულიდან 80-მდე გაიზარდა.

პარიზი შარშან ამავე რეიტინგში მე -19 ადგილს იკავებდა, თუმცა წელს 25-ე ადგილს დასჯერდა. ანალიტიკოსების აზრით, საფრანგეთის დედაქალაქში სტაბილურობის მაჩვენებელი ანტისახელმწიფოებრივი პროტესტის გამო გაუარესდა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყო.
ცხოვრებისთვის ყველაზე არახელსაყრელი ქალაქების სიაში მოხვდნენ: სირიის დედაქალაქი დამასკო, ლაგოსი (ნიგერია) და დაკა (ბანგლადეში).
აგვისტოს ბოლოს, The Economist Intelligence Unit-მა ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ისეთი ინდიკატორების ანალიზს ეფუძნება, როგორიცაა ციფრული უსაფრთხოება, ჯანდაცვის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და პირადი უსაფრთხოება. სიას ხელმძღვანელობენ ტოკიო, სინგაპური და ოსაკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად