წელს ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით 25 000 ტონაზე მეტი ქართული უნაკერო მილი გავა

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად ევროკავშირის ბაზარზე უნაკერო მილები საკუთარი ბრენდით გაიტანა. ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკვე ევროკავშირის ბაზრებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აიპრესთან" ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვიმა ისაუბრა. 

"თვითონ პროდუქცია-უნაკერო მილები, ექსკლუზიურია კავკასიაში, ჩვენს მხარეში. საერთოდ ასეთი წარმოება, არსად არის. საბჭოთა კავშირში ომის შემდეგ შეიქმნა რამდენიმე წარმოება და ერთ-ერთი ჩვენთან არის. 

 ეს მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების ასაშენებლად, ასევე სადაც დიდი წნევებია. გაზის და ნავთობის ჭაბურღილებიდან რომ მოხდეს ნავთობის ამოღება, ასევე მანქანათმშენებლობაში, ამისთვის აუცილებელია სპეციალური მილები.

ჩვენმა ქვეყნის დღევანდელმა სიტუაციამ და სწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ევროპის კავშირის ბაზარზე მილების გატანა.

2017 წლიდან დაახლოებით 25 000 ტონაზე მეტი მილის რეალიზება მოხდება ამ ბრენდით და შემდგომ უკვე, რადგან ეს ხარისხიანი პროდუქციაა, რადგან ასეთ კონკურენტუნარიანია, მისი გატანა მოხდება მსფლიოს მოწინავე ქნეყნებში.

 ჩვენს მოქალაქეებიც დასაქმდებიან და მთლიანი რეგიონის შემოსავლებიც გაიზრდება."- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად