წარუმატებელი მეორე დღე ტოკიოში

ტოკიოში, ბუდოკანის არენაზე, დღეს ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატის მედლებს ქალთა 52კგ და კაცთა 66კგ წონით კატეგორიებში გაითამაშებენ.

ძიუდოისტებმა უკვე ორ-ორი წრე განვლეს და ახლა მესამე წრის შეხვედრებს ატარებენ.

წარუმატებელი გამოდგა სასტარტო წრეები ორი ქართველი ძიუდოისტისთვის. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში პოლონელ ალექსანდრა კალეტას მესამე წუთის მიწურულს მეორე ვაზარი აუღო და იპონით დაამარცხა იგი, მეორე წრეში კი ვიეტნამელ თუი ნგუენთან პირველი წუთის მიწურულს გაშვებული ვაზარის საპასუხო აქტივს ვერაფერი შემატა, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველ წრეში თავისუფალი იყო ვაჟა მარგველშვილი. მეორე წრის შეხვედრაში მან ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი წ2 წუთსა და 30 წამში დასცა იპონზე, მესამე წრის შეხვედრაში კორეელლიმვან კიმთან კი შეტევაზე წასულმა წამით დაივიწყა, პარალელურად დაცვაზეც რომ უნდა ეფიქრა და მეტოქემ იპონზე დასცა. პირველ ნომრად განთესილი ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა.

ბაგრატ ნინიაშვილმა პირველ წრეში გვინეელი მუსა კაბა პირველი წუთის მიწურულს დააიპონა. მეორე წრეში ავსტრალიელ ნათან კაცთან მეორე წუთის დასაწყისში აღებული ვაზარი აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. მესამე წრის შეხვედრაში მისი მეტოქე იყო მონღოლი ბასხუ იონდონპერენლი, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი, კორეელი ბაულ ანი ოქროს დროში მეათე წუთის ბოლოს, მესამე შიდოთი ჰყავდა დამარცხებული. შეხვედრა უილეთოდ წარიმართა, მონღოლმა ორი შიდო მიიღო, თუმცა შემდეგ ნინიაშვილსს დაეღლა აშკარად დაეტყო, პასიურობა დაიწყო და ზედიზედ სამი შიდო მიიღო, დამარცხდა და გამოეთიშა შეჯიბრებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად