A1 ბანერი

წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება აუკრძალა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს “რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის” აღიარებას უკრძალავს. გადაწყვეტილებას 427-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო. ინფორმაცია მიკრობლოგ Twitter- ზე კონგრესის ქვედა პალატის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აღნიშნული კანონის ტექსტი მხოლოდ ორ სტატიას შეიცავს, რომელთაგან პირველი ეხება დოკუმენტის ტიპს – “ყირიმის ანექსიის არაღიარების აქტი”. კანონის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის საჰაერო სივრცეში ან მის ტერიტორიულ წყლებში არ აღიარებს.

შესაბამისად, აშშ-ს მთავრობას არ შეუძლია განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას აღიარებს. დოკუმენტი 16 იანვარს წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა.

ადრე, BuzzFeed-ი დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 2018 წლის ივნისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა G7- ის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან პრეზიდენტის სიტყვების შესახებ არაფერი იცის.

ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, აღიარებს თუ არა ვაშინგტონი ყირიმს რუსეთის ნაწილად, მან უპასუხა: “ვნახოთ“.
მომდევნო თვეში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჰელსინკში შეხვედრა გაიმართა. საბოლოო პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებმა ყირიმის საკუთრების საკითხის განხილვა მოითხოვეს.
პუტინმა უპასუხა, რომ ტრამპი ნახევარკუნძულს ანექსირებულად მიიჩნევს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის ყირიმის საკუთრების საკითხი დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...