წარმატებულ ქალებზე დაქორწინების მსურველი კაცების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა

ჟურნალ Demography-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომლის შესახებაც CNN წერს, ბოლო დროს გაიზარდა იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომლებიც მათზე განათლებულ და ეკონომიკურად მაღალ საფეხურზე მდგარ ქალებზე ქორწინდებიან.

როგორც CNN წერს, ქორწინება ("Marrying-up"), როგორც წესი, უკავშირდება შენზე ეკონომიკურად მაღალი კლასის წარმომადგენელთან დაქორწინებას, რომელთან კავშირიც გააუმჯობესებს შენს სოციალურ მობილობას. ეს ისტორიულად აქამდე ქალებში უფრო გავრცელებული საქციელი იყო (ისტორიულად ქალი იყო შეზღუდული და მასთან დაქორწინება იწვევდა პერსონალურ ან პოლიტიკურ დაბრკოლებას, ვინაიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქალებს არ ჰქონდათ გარკვეულ შესაძლებლობებთან წვდომა, როგორებიცაა სამუშაო, განათლება და სხვა).

აღნიშნული კვლევის მიხედვით, დღეს უფრო მეტი მამაკაცი ქორწინდება მასზე მეტად განათლებულ ქალზე, ვიდრე ეს რამდენიმე საუკუნის წინ ხდებოდა. შედეგად კი, გამოდის, რომ ქალები ბევრად ნაკლებად განათლებულ მამაკაცებს მიჰყვებიან ცოლად, – აცხადებს კვლევის ავტორი და კანზასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიურ კვლევებში ChangHwan Kim-ი.

ამ დასკვნამდე მისასვლელად მან და ამ კვლევის თანაავტორმა არტურ საკამოტომ ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორმა სოციოლოგიაში, აშშ-ის ასი-ათასობით მოქალაქის საშემოსავლო და ქორწინების მონაცემები შეისწავლეს, რომელთა ასაკი 35-დან 44-მდეა, დროის შუალედი კი 1990-დან 2000 წლამდე პერიოდს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად