წამალაშვილი: რ2 -ს საქმის მოსამართლე ერთის მხრივ პუტინის კრიტიკოსია, მეორე მხრივ კი ჩვენი ისტორიის გამყალბებელი

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ეკა წამალაშვილი Facebook-ის გვერდზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წამყვანი მოსამართლე რ2 -ს საქმეზე ანგელიკა ნუსბერგერი გახლავთ აგვისტოს ომზე ტალიავინის კომისიის დასკვნითი ნაწილის თანაავტორი, სამართლის ექსპერტი იყო კომისიაში, 2010 წელს თსუ-ს რექტორ ხუბუას მოუწვევია თბილისში და მიუნიჭებია თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება. მე ახლა არ შევდივარ რ2 -ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის განხილაში.

არც ვავითარებ თეორიას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ვინმესგან მოსყიდვაზე და ა.შ დამაინტერესა მოსამართლეებმა, გავყევი მათ ბიოგრაფიებს და აღმოვაჩინე, რომ ამ ქალბატონს ძალიან, ძალიან ბევრი დაუწერია კონფლიქტებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ხოშიანად გაუყალბებია ჩვენი ისტორია.

სამწუხაროა, ერთის მხრივ პუტინის კრიტიკოსია, მეორე მხრივ კი თავის 2009 წლის სტატიაში ჩვენი ისტორია ზუსტად ისე აქვს გაყალბებული, როგორც ეს მაგალითად ამას წინათ გააკეთა პუტინმა. არა მარტო ამ სტატიაში , ადრე გამოცემულ წიგნშიც ახდენს ანგელიკა ნუსბერგერი ჩვენი ისტორიის ფალსიფიკაციას, როცა სსრკ-ს ფარგლებში აფხაზეთის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში მოქცევას სტალინურ უსამართლობად განიხილავს “,-წერს ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად