წალკაში, სოფელ წინწყაროში ტვ „პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

წალკაში, სოფელ წინწყაროში ტვ “პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ცნობით, ჟურნალისტებს გამგებელი და მისი ბიძა ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მასზე დამაგრებული ღრუბელი ესროლა.

არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი შსს-ს მიმართავს, დააკავოს მოძალადეები.

კომენტარები
იტვირთება...