წალენჯიხის სოფლებში ხელისუფლებასთან გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ შიდა გზების და წყალმომარაგების პრობლემები გამოკვეთა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
ფახულანის, ჭალეს, ჩქვალერის, საჩინოს და ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრებთან თამარ ხულორდავასთან, ოთარ დანელიასთან, გოგა გულორდავასთან, ედიშერ თოლორაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რასაც მთავრობა ახორციელებს, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის პროექტებსა და პროგრამებს შეეხო.
“პროცესი მიმდინარეობს აქტიურად, მოსახლეობასთან გვაქვს კომუნიკაცია, იმასთან დაკავშირებით თუ რა საჭიროებები აქვთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ასევე ვიხილავთ, რა გაკეთდა, რა ხარვეზები არის – ამდენად ჩვენს ურთიერთობას მოსახლეობასთან და მჭიდრო თანამშრომლობას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ჩვენ სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მოსახლეოეა იყოს ინფორმირებული“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისთვის ასევე ხელისუფლებისთვის: ,,ადგილზე ვეცნობით ყველა პრობლემას და გამოწვევებს რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. იმ ინფორმაციებს, რომელსაც ამ შეხვედრებზე ვაგროვებთ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბიუჯეტირების პროცესში გავითვალისწინოთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები“.
“ჩვენ შევდივართ იმ ფაზაში , რომ უკვე უნდა დავგეგმოთ მომავალი წლის პრიორიტეტები, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ბიუჯეტის დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია როცა უშუალოდ მოსახლეობისგან ვისმენთ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენს რეგიონებსა და მუნიციალიტეტებში“ – აღნიშნა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა.
თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
წალენჯიხაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლის, შიდა გზების, ამბულატორიების და ნაპირსამაგრების პრობლემები დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...