წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, მას ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

“პაციენტს აღენიშნება ერთი გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში და მას ოპოერაცია უტარდება. სხვას ვერაფერს გეტყვით” – განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

შსს-ს ინფორმააციით,  გამოძიება სსკ-ის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსდმობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად