წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ერთმანეთის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება

ადგილობრივები ჭალე -ფახულანის 5 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზისა და ჯვარი-მუჟავას 12 კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამეგრელო ზემო- სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა და მათ პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარებას დაპირდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად