წალენჯიხაში ვტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

წალენჯიხაში, ზუგდიდის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს, შემდეგ კი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება.

ადგილზე მობილიზებულია შს წალენჯიხის პოლიციციის ქვეგან ყოფილებისა და “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები. ამ წუთებში ქალაქისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგენილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...