წალენჯიხაში პოლიციელმა გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

წალენჯიხაში, პოლიციის თანამშომელმა ბესიკ ფიფიამ გარემოს დაცვის თანამშრომლებსა და პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანებულია უწყების მანქანები.ინციდენტში მონაწილე პირი ბესიკ ფიფია უკვე დაკავებულია.
საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს.

როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად