წალენჯიხაში პირმა 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, წალენჯიხაში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.  

"სამართალდამრღვევმა სოფელ მუჟავაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად