წალენჯიხაში ლია-პალურის გზის რეაბილიტაცია სრულდება

ლია-პალური 6 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჟამად ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.

ლია-პალურის დამაკავშირებელი გზა ამორტიზებული იყო და სამანქანო გადაადგილებას აფერხებდა. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად