წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ოჯახის ერთი წევრის, 90 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
შსს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.