წალენჯიხაში, დაახლოებით, 45 წლის ქალი ხევში ჩავარდა

წალენჯიხაში, დაახლოებით, 45 წლის ქალი ხევში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი მალევე ადგილობრივებმა და მაშველებმა ამოიყვანეს.

დაშავებული წალენჯიხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს მხოლოდ გარეგამი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად